Monday, May 14, 2012

ადელი - გრემის ტრიუმფატორი


„ახლა ყველას ადელი მოსწონს. იგი ცოტა მსუქანია, მაგრამ ლამაზი სახე და მგრძნობიარე ხმა აქვს“ – განაცხადა კარლ ლაგერფელდმა და არა მარტო ადელი არამედ სხვა პოპულარული ადამიანებიც გადაიმტერა.
12 თებერვალს, ლოს-ანჯელესში "გრემის" 54 დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა. ბრიტანელმა მომღერალმა "ადელ"-მა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. "წლის ალბომი", "წლის საუკეთესო ჩანაწერი", "წლის სიმღერა" ის ნომინაციებია, რომელშიც 23 წლის მომღერალმა ჯილდო აიღო. 2011 წლის ნოემბრის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, რადგან ხმის იოგებზე გაკეთებული ოპერაციის გამო იძულებული იყო ცოტა ხნით შეეწყვიტა სიმღერა. 
"გრემის" ოთხი ყველაზე პრესტიჟული ნომინაციიდან ერთ-ერთ ნომინაციაში ჯილდო ჯასტინ ვერონის პროექტ Bon Iver-ს გადასცეს, ის 2011 წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად (Best New Artist) დაასახელეს. ხუთი ჯილდო მიიღო ჯგუფმა "Foo Fighters"-მა, მათ შორის საუკეთესო როკ-ალბომის ნომინაციაში, ალბომისთვის "Wasting Light". საუკეთესო რეპ-ალბომად  კენი უესტის "My Beautiful Dark Twisted Fantasy"დაასახელეს.
"გრემი"-ს დაჯილდოვების ცერემონია უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ლოცვით დაიწყო. მომღერალი 11 თებერვალს, დაჯილდოვებამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. დაჯილდოვებაზე უიტნი ჰიუსტონის ჩანაწერი აჩვენეს. "გრემის" 36-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე მან სიმღერა "I WIll Always Love You" შეასრულა.