ინსტრუმენტები, რომლებიც სოულის შესრულებისას გამოიყენება

საქსოფონი, ან საქსი (გამომგონებლის გვარი საქსი და ბერძ. phone — ბგერა) — სასულე მუსიკალური საკრავი. გამოიგონა ბელგიელმა ოსტატმა ადოლფ საქსმა. წარმოადგენს პარაბოლურ მილს, რომელსაც აქვს ნისკარტისებური მუნშტუკი, და ცალფა ღერო. საქსოფონის ოჯახი შედგება 7 ნაირსახეობისაგან — სოპრანინოდან კონტრაბასამდე. საქსოფონი ჯაზური ორკესტრის ძირითადი საკრავია. იხმარება სასულე, საესტრადო და სიმფონიურ ორკესტრებში, აგრეთვე სოლო შესრულებისათვის.გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა 
მოსახერხებელი.






ვიოლინო არის ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ მე-17, მე-18 საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი,გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელს მსოფლიოში.

No comments:

Post a Comment