სოული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოში,აქტიურად უსმენენ სოულის შემსრულებლებს:უიტნი ჰიუსტონს,სელინ დიონს,სტივ ვანდერს,ჯეიმზ ბრაუნს...
სამწუხაროდ მიმდევარი ბევრი არ ჰყავს ამ მიმდინარეობას,ამ ბოლო პერიოდში დიდი პოპულარიბით სარგებლიბს ჯაზი,იმართება ჯაზ ფესტივალები.
“T. BLUES MOB” - ბენდი, რომელიც აგერ უკვე ათი წელია ევროპაში ბლუზს უკრავს, განახლებული შემადგელობით საქართველოს დაპყრობას იწყებს. ბენდს რომა რცხილაძემ ახალი სული შთაბერა. რომამ თავის ბენდ „სპილოში“ მოღვაწეობა ცოტა ხნით გვერდით გადადო და თავის სპლიყვებთან (მესაყვირეებთან და საქსოფონისტთან) ერთად T. BLUES MOB-ს მაისის კასტინგის შედეგად შეუერთდა.. ჟანრი არის ბლუზი, ბლუზ-როკი და ახლა სოული დაემატა.ზაზა ცერცვაძე ამ ბენდის წევრი ამბობს:ვიცი რა არის მოდაში და რას უსმენენ სკანდინავიაში, დასავლეთ ევროპაში. ძირითადად ბლუზს და ბლუზ-როკს. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მუსიკის მსმენელი ნაკლებია. აქ ყველა ამბობს, რომ რაღაც გვჭირდება. მე მინდა, რომ ეს „რაღაც“ შემოგთავაზოთ. იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ, თუ რა არის გემოვნებიანი მუსიკა, ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ კონცერტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „გურუს“ შემდეგ ჩვენი კონცერტი ივენთ ჰოლში იქნება. ჩვენ გვინდა უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან მივიდეთ, რომ მათ იცოდნენ ჯაზი, ბლუზი და სოული.
თანდათან ეცნობა ქართველი ახალგაზრდობა ამ მიმდინარეობას.1999 წელს ჯეიმზ ბრაუნი იმყოფებოდა საქართველოში და თბილისში გამართა კონცერტი.
დღეს ბევრი მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ჩამოდის საქართველოში და მართვას კონცერტებს მაგალითად:ანდრია ბოჩელი,ხულიო იგლესიასი,პლასიგო დომინდო...
ასევე სურდათ სტივ ვანდერის ჩამოყვანა,მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება.იმედია ქართული შოუბიზნესი განვითარდება და მომავალში გვეყოლება მრავალი გემოვნებიანი შემსრულებელი.
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment