სოულის სულის ჩამდგმელები


1808 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატები მილიონ ნახევარზე მეტ აფრიკელ მონას ითვლიდა, რომელთა უმრავლესობაც დასავლეთ აფრიკიდან ჩამოჰყავდათ. შავკანიან მონებთან ერთად იწყებდა შექმნას შემდგომში ამერიკულად მონათლული ლეგენდა.თანამედროვე მსოფლიო სოულის პოპულარიზაციას ახალ ორლეანსა და ჩიკაგოს უნდა უმადლოდეს. ახალ ორლეანში 1843 წლამდე ყოველ კვირა დღეს იმართებოდა აფრიკული ცეკვის საღამოები აფრიკული დოლებისა და რიტმების თანხლებით  იქაურების საყვარელ კონგოს მოედანზე (Congo Square). ამერიკელებისათვის არცთუ დახვეწილი აფრიკული რიტმები ნელ-ნელა ევროპული  მუსიკის გავლენას განიცდიდა. ასე შეემატა ჯაზსა და სოულს ევროპული ჟღერადობა. მე-19 საუკუნეში აფრიკელები მასობრივად დაუმეგობრდნენ ევროპულ მუსიკალურ საკრავებს (განსაკუთრებით ვიოლინოს) და საკმაოდ წარმატებით შეუთანხმეს ისინი აფრიკულ ჰანგებს. ასეა თუ ისე, სოულის დიდი წილი აფრიკული რელიგიური მუსიკის გავლენით შეიქმნა, რომელსაც აფრიკელი მონები ამერიკაში ყოფნისას მღეროდნენ.მუსიკალური ისტორიის განვითარებამ ბევრი რამე შეცვალა. სოულთან ერთად ახალი მიმდინარეობებიც გაჩნდნენ გემოვნებისა და კონტინენტის მიხედვით, თუმცა თავისუფლების სიყვარული ყველა მათგანისათვის საერთო ხაზი აღმოჩნდა, ამიტომაც სოულს აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. ის მეტყველებს და ათავისუფლებს.
სოულის სულის ჩამდგმელები ზანგი მონები არიან,პორტუგალიელებს აფრიკის დასავლეთში კოლონიები ჰქონდათ. სწორედ პორტუგალიელებმა დაიწყეს მეტოქე ტომების მიერ დატყვევებული აფრიკელების შესყიდვა. ტყვეებს ერთმანეთთან ჯაჭვებით აბამდნენ და სანაპიროსკენ მიჰყავდათ. აქ ისინი გემებზე აჰყავდათ და ამერიკაში გზავნიდნენ სადაც მათ მონებათ ყიდდნენ.
მე-17 საუკუნეში დსაწყისისთვის მონათვაჭრობას მრავალი ევროპული ქვეყანა შეუერთდა. მათი გემები სამსაფეხურიან მოგზაურობას ახრციელებდნენ, რომლის მარშრუტსაც სამკუთხედის ფორმა ჰქონდა. თავდაპირველად გემებს ევროპიდან აფრიკაში იარაღი ჩაჰქონდა. აფრიკაში ამ საქონელს მონებზე ცვლიდდნენ და ამერიკაში მიჰყავდათ. აქ მონებს შაქარზე,თამბაქოზე და ბამბაზე ცვლიდნენ, რის შემდეგაც გემები ევროპაში ბრუნდებოდნენ.
გემებზე, რომლებითაც მონები გადაჰყავდათ საშინელი პირობები იყო. მონები რვა კვირიანი მოგზაურობის დროს სიბნელეში და სიმჭიდროვეში ჰყავდათ. ამიტომ ადვილად ვრცელდებოდა დაავადებები და მონების ნახევარი გემზე იღუპებოდა.
მონების უმრავლესობა ვესტ ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის პლანტაციებში შრომობდა, დანარჩენებს კი აშშ-ში ბამბისა და თამბაქოს პლანტაციებში გზავნიდნენ. იშვიათი იყო ბატონი, რომელიც თავის მონებს ლმობიერად ექცეოდა. მონებს როგორც წესი, სასტიკად ეპყრობოდნენ და მთელი დღის განმავლობაში შეომას აიძულებდნენ.
1817 წელს ქალაქ ნიუორლეანის მუნიციპალიტეტმა ზანგ მონებს უფლება მისცა კვირაობით კონგოს მოედანზე (სადაც ახლა ლუი არმსტრონგის სახელობის დიდი პარკია გაშენებული) შეკრებილიყვნენ და ცეკვათამაში გაეჩაღებინათ. ეს იყო დრო, როდესაც თეთრკანიანი მოსახლეობა ფართო მასშტაბით პირველად ეცნობოდა შავკანიანების საშემსრულებლო ხელოვნებას. ცეკვათამაშს ზანგი მონები ექსტატურ მდგომარეობამდე მიჰყავდა... როდესაც ისინი არამდგრად ბგერებს გამოსცემდნენ. სწორედ ამგვარი არამდგრადი ბგერებისგან დაიბადა:სოული, ბლუზი, ჯაზის დედა, „ჯაზური მუსიკის საფუძველთა საფუძველი“.
აფრიკელი მონები ამ მუსიკალური იმპროვიზაციის დროს, ტრადიციული აფრიკული მუსიკის ელემენტებთან ერთად, აქტიურად იყენებდნენ თავიანთი თეთრკანიანი ბატონების მუსიკის ელემენტებსაც (ხალხურს, კლასიკურსა თუ საეკლესიოს). სწორედ ამ აფრიკულამერიკულმა მუსიკამ წარმოქმნა XX საუკუნის ამერიკული მუსიკის ძირეული ჟანრები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯაზიც.

No comments:

Post a Comment