სოული ყველაზე პოპულარული 90-იან წლებში გახდა, ამ დროს ყველა ბარსა თუ კლუბში სოულს უსმენდნენ. ამ დროის ყველაზე პოპულარული სოულ-მომღერლები იყვნენ: რეი ჩარლზი, სტივ უანდერი, ჯეიმზ ბრაუნი და უიტნი ჰიუსტონი. სოულს აქტიურად იყენებდნენ საუნდტრეკად მრავალ დრამასა თუ მელოდრამაში (მაგალითად: The Bodyguard, Soulmen, Titanic და სხვ.)
1990-იანების დასაწყისში Boyz II Men პოპულარიზაციას უწევდა სოულის გავლენით შექმნილ ვოკალურ ჰარმონიებს. მაიკლ ჯექსონის სიმღერებში გამოჩნდა ნიუ ჯეკ სვინგი - ეს შეიმჩნევა 1991 წლის ალბომზე Dangerous, რომელიც 32 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული.
Boyz II Men-ისგან განსხვავებით, Babyface და მსგავსი შემსრულებლები ამ პერიოდში მუსიკას უფრო მეტ ჰიპ-ჰოპს ამატებდნენ. სინთეზატორზე დაფუძნებულ ნიუ ჯეკ სვინგის ჟღერადობას ჩაენაცვლა აღმოსავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპით ნაკარნახები ფონი, რაც საბოლოოდ აღინიშნა ჰიპ-ჰოპ სოულის წარმოშობით და პროდიუსერ შონ კომბსის წარმატებით. 1990-იანების ბოლოს სტილი ნაკლებად პოპულარული იყო, მაგრამ მოგვიანებით ინტერესმა მის მიმართ კვლავ იფეთქა.
1990-იანების ბოლოს გამოჩნდა ჟანრი ნეო სოული, რომელმაც ჰიპ-ჰოპის ჟღერადობას დაუმატა სოულის გავლენა. ჟანრის წარმომადგენლები იყვნენ დ'ანჯელო, ერიკა ბადუ, ლორინ ჰილი და Maxwell. ჰილის და მისი ელიოტის მოღვაწეობით R&B-სა და ჰიპ-ჰოპს შორის ზღვარი წაიშალა. 1995 წელს გრემის ჯილდოების სიას დაემატა გრემის ჯილდო საუკეთესო R&B ალბომისათვის. მისი პირველი მფლობელი იყო Boyz II Men, ალბომით II. ჯილდოს შემდეგ მფლობელები იყვნენ TLC (CrazySexyCool, 1996), ტონი რიჩი (Words, 1997), ერიკა ბადუ(Baduizm, 1998) და ლორინ ჰილი (The Miseducation of Lauryn Hill, 1999). 1999 წლის ბოლოს ბილბორდმა მერაია კერი და ჯენეტ ჯექსონი ათწლეულის პირველ და მეორე ყველაზე წარმატებულ შემსრულებლებად დაასახელა.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/1990-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/1990-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98
No comments:
Post a Comment