სოული მიჩნეულია ერთ-ერთ გემოვნებიან მიმდინარეობათ,რომელიც განსხვავდება:პოპი,როკი,ელექტრონული მუსიკისგან,სოულის შესრულებისას აქცენტი გაკეთებილია ვოკალზედა იგი სრულდება:პიანინოს,საქსოფონის,ვიოლინოს და სხვა საკრავების თანხლებით,მას სულის ამოძახილს ეძახიან,ამ სახელწოდებიდანაც ჩანს მისი სულიერი და ემოციური დატვირთვა.პოპში აქცენტი გადატანილია მელოდიაზე,რიტმებზე და ცეკვაზე,მთავარია შოუ რომელსაც პოპ მომღერალი გვთავაზობს,როკ მუსიკაში მთავარი დატვირთვა ინსტრუმენტებს აქვს ,ხოლო ელექტრონული მუსიკა კომპიუტერის საშუალებით იქმნება,სადაც არ არის საჭირო ვოკალისტი.სოული ძალიან ჰგავს ჯაზს,ეს ორი მიმდინარეობა თითქმის გაიგივებულია,ორივეს საფუძვლად აფრიკული ხალხური სიმღერები უდევს,ასევე საერთოა საკრავები,რომელთა საშუალებით სრულდება ჯაზი და სოული.
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი (ინგლ. Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი (ინგლ. Freddie Keppard), კლარენს ვილიამსი (ინგლ. Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (ინგლ. Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.
ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი (ინგლ. Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.
ასევე ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.
სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების.
ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი, 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ბლუზის შესრულებისას: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყამები.
მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი ჟღერდა, ნახევრად კი - მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა არსებული რეალობის მიმართ.
ბლუზის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, ბრმა უილი ჯონსონი, ჰენრი ტომასი და სხვები.
წყარო
No comments:
Post a Comment