ჯეიმზ ბრაუნის ბიოგრაფია



ჯეიმს
ბრაუნი (ინგლ. James Joseph Brown; * 3 მაისი, 1933, დაბა ბარნველი,სამხრეთი კაროლინა. 25 დეკემბერი, 2006, ატლანტა, ჯორჯია,აშშ) ამერიკელი მომღერალი და ხელოვნების მუშაკი. საბოლოოდ წოდებული, როგორც - "The Godfather of Soul" (სოულის ნათლიმამა).იგი მუშაობდა ისეთ ჟანრებში როგორიცაა გოსპელი, რიტმ ენდ ბლიუზი, როკ ენ როლი დაანკი. ბრაუნმა კარიერა ეკლესიაში სიმღერით დაიწყო. იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მეოცე საუკუნის მუსიკაში, რომელმაც საკუთარი ვოკალით და უბადლო ცეკვის ნიჭით შესძლო წარმატების მიღწევა. მას ასევე უწოდებენ "ყველაზე მძიმედ მომუშავე მამაკაცს შოუბისზნესში". როგორც ნაყოფიერი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და ბენდის ლიდერი, ბრაუნი იყო გადამწყვეტი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მან დატოვა კვალი უამრავ ხელოვანზე. მისმა მუსიკამ ასევე დატოვა თავისი კვალი რითმულ აფრიკულ მუსიკაზე, როგორიცაა afrobeat, jùjú და mbalax. ბრაუნმა თავისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა 1956 წელს დაიწყო და წარმატებას 1960 წლისთვის მიაღწია, რაც მის მიერ პროფესიონალურ და ცოცხლად შესრულებული ჰიტების დამსახურებაა. 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა, ჯეიმს ბრაუნს მეშვიდე ადგილი დაუთმო სიაში - "როკ ენ როლის 100 ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი".
სულ პატარა იყო, როდესაც გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილი მუსიკალური განათლება ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო, გახდა რა ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი, ზედმიწევნით შეისწავლა გოსპელი.
ჯეიმსის მამა - ჯო ბრაუნი, ხის მჭრელი იყო, რომლის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. როდესაც ბრაუნი ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ექვსი წლის ასაკში კი მამასთან ერთად გადავიდა ოგასტაში, ჯორჯიის შტატში. მან სკოლაში მხოლოდ შვილი წელი იარა, ფულს კი ახალგაზრდა ბრაუნი ფეხსაცმელების წმენდით, მაღაზიების დაგვით, ძველი მარკებით ვაჭრობით და ახალგაზრდა ნიჭიერთა კონკურსებში გამარჯვებით შოულობდა.
16 წლის ასაკში ჯეიმს ბრაუნი გაასამართლეს შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის და გადააგზავნეს ტოკოაში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში.
13 წლის ასაკში ჯეიმზ ბრაუნი საკუთარ ტრიოს აყალიბებს. მოგვიანებით იგი ხდება ანსამბლის “THE FLAMES”-ის წევრი, რომელიც ძირითადად რითმ ენ-ბლიუზის სტილში უკრავდა. ამ ანსამბლის რეპერტუარში პირველად გაჟღერდა ჯეიმზ ბრაუნის პირველი სიმღერა “PLEASE, PLEASE, PLEASE”, რაც გახდა მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერის დასაწყისი.
-”ამ სიმღერამ ნამდვილად მიშველა. ლუკმა-პურის მოპოვებისათვის აღარ იყო საჭირო მუსიკის გარდა სხვა სამუშაოს ძებნა. ამან მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის რისი კეთება მართლა მსურდა.” (ბრაუნი).
ეს სიმღერა მან 1956 წელს ჩაწერა. დისკი მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას მოჰყვა ბრაუნის თავბრუდამხვევი კარიერის დაწყება.
-”სიმღერა “PAPA’S GOTTA BRAND NEW BAG”ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, რომელიც კი ოდესმე ჩამიწერია. რითმის რამდენჯერმე შეცვლის შედეგად მივიღე ის, რასაც დღეს “FUNK”- უწოდებენ.
სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გაჩნდა მიმდინარეობა FUNK, რომელსაც მოგვიანებით SOUL-საც უწოდებდნენ. ამ სიმღერას მოჰყვა კიდევ არა ერთი პოპულარული სიმღერა, რომლებიც ჯეიმზ ბრაუნს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ჯეიმზ ბრაუნი ძალზე აქტიურად იყო ჩაბმული შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი მიმართვები ახალგაზრდა შავკანიანებისადმი პოზიტიური ხასიათისა ყოფილიყო.
-”სამოციან წლებში ძალზე დიდი აქცენტი კეთდებოდა რასიულ დაპირისპირებაზე. ახლა კი მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა აქცენტი ურთიერთ სიყვარულზე გაგვეკეთებინა.”(ბრაუნი)
ისი კარიერის განმავლობაში დაღმასვლასაც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც მოდაში დისკო შემოვიდა ჯეიმზ ბრაუნის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში გამოდის მისი სიმღერა LIVING IN AMERICA, რითაც ბრაუნმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი აუდიტორიას. 1986 წელს მისი გვარი როკენ როლის დიდების სიაში იქნა შეყვანილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ელვის პრესლის გარდა არცერთ პოპ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი მიღწევები როგორც ჯეიმზ ბრაუნს: საუკუთესო ასი სიმღერის სიებში მთლიანობაში მისი 94 სიმღერა მოხვდა, ხოლო საუკეთესო ოცი სიმღერის სიებში ყველა მუსიკოსთან შედარებით მისი ყველაზე მეტი სიმღერა შევიდა. ჯეიმზ ბრაუნმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალაქ ავგუსტაში გამართა საშობაო კონცერტი. მას საახალწლოდ ნიუ-იორკში ბიბი კინგის ბლიუზ-კლუბში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა.
თავისი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ბრაუნმა 50-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. 60-იან წლებში ჯეიმზ ბრაუნს ჟურნალმა ”lOOK"-მაამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანიუწოდა. 1992 წელს ბრაუნმა მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის პრემიაგრემიმიიღო.

წყარო

No comments:

Post a Comment