სოულის წარმოშობის ისტორია


სოულის წარმოშობის ისტორია
სოული ინგლისური სიტყვაა და ქართულად სულს ნიშნავს, ეს მუსიკაც სწორედსულის ამოძახილია და აქცენტი ვოკალურ შესრულებაზე, რელიგიურ დასეკულარული თემების შერწყმაზეა გაკეთებული.
სოულის მუსიკა ჩამოყალიბდა სოციალური პირობებისა და მუსიკალური მრავალფეროვნების გავლენით. სოულის წარმოშობა აფრიკელი მონებისდამსახურებაა, რომლებიც 1619 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, ვირჯინიისშტატშიჩამოვიდნენ,
ისინი პლანტაციებში მუშაობდნენ. მათი პირველი ნორმატიული აღიარება 1641 წელს მოხდა, მასაჩუსეტის შტატში, 1661 წელს - ვირჯინიაში. 1775-1783 წლებში კი მიიღეს კანონი მათი პოლიტიჯური, სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მონები თავიანთი შრომის შემსუბუქებას სიმღერით ცდილობდნენ, ეს იყო აფრიკელი ხალხის სულის მეტამორფოზა. პირველად სიმღერები 1825-1850 წლებში შესრულდა. დასავლეთ აფრიკული სიმღერები ძალიან რიტმული და მელოდიური იყო, ეს სიმღერები კოდურ ინფორმაციას შეიცავდა მათი ფიქრების შესახებ. სოულზე გავლენას ახდენს ევროპული მუსიკა, გაჩნდა სოლო შესრულება. სოული ითვლება თავისუფალი ჟანრის მუსიკად, რადგან იგი ყველაზე მეტად უახლოვდება სულს, ფიქრებსა და განცდებს. სოულს ხშირად ადარებენ ფანკს, მაგრამ ფანკი ვერასდროს მიაღწევს ისეთ პოპულარობას როგორიც აქვს სოულს, რადგან მას ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავდა და ყოველთვის უფრო  გემოვნებიან მუსიკად ითვლებოდა. სოული მალევე გახდა პოპულარული თეთრკანიანებშიც, ის აზრი რომ შავების მუსიკა იყო ბოროტი და დამამცირებელი მალევე გაქრა.
სოულის წარმოშობის ისტორია ასე გამოიყურება: სათავეს აფრიკული ხალხური სიმღერისგან იღებს, შემდეგ აქედან წარმოიშვა ,,negro spirituals”, ამას გამოეყო ,,gospel music”, rhythm and blues” და ,,jazz”. ,,gospel music-ის” და ,,rhythm blues” -ის გავლენით ჩამოყალიბდა სოული. ხოლო ჯაზს ,,funk” გამოეყო.
დღეს მსოფლიოში მრავალი შესანიშნავი სოულის მომღერალია, რომლებმაც უფრო დახვეწეს და გაამდიდრეს ეს მიმდინარეობა. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მიმდინარეობად ითვლება. მართალია ის შავკანიანების შექმნილია მაგრამ მას უამრავი თეთრკანიანი შემსრულებელი ჰყავს.




No comments:

Post a Comment